One Caucasus-ის 2017 წლის ფესტივალის მუსიკალური ზონა

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ One Caucasus ფესტივალის შემსრულებლებისა და ბენდების პროგრამა.

Jrimurmurner  - „ჯრიმურმურნერ“

,,ჯრიმურმურნერ“ - უჩვეულო მელოდიები, უნიკალური და ზოგ შემთხვევაში უცნაური ტექსტები... ანნამ და ჰოლიმ თავისი ექსპერიმენტული ბენდი 2015 წელს ჩამოაყალიბეს, შემდეგ მარი და ანი შეურეთდნენ ცოცხალ წარმოდგენებს. ჯგუფის წევრების შთაგონების წყარო პოსტ-პანკი, სინთ-პოპი და ელექტრონული მუსიკაა. მათი სიმღერების მოსმენისას თქვენ შენიშნავთ საინტერესო ინსტრუმენტალურ მელოდიებს, რომლებიც კომპიუტერული პროგრამის მიერ არის შექმნილი. ისინი უკრავენ მხოლოდ გიტარაზე, ბას გიტარასა და პიანინოზე.

 

One Caucasus 2017

პროგრამა

    წარმოგიდგენთ ინტერდისციპლინარული საერთაშორისო ფესტივალის One Caucasus 2017-ის პროგრამას. აღსანიშნავია, რომ ის აქტივობები, რომელიც წარმოდგენილი იქნება One Caucasus-ზე სპეციალურად შეიქმნა ფესტივალში მონაწილე განმანათლებლების,  არტისტების, არქიტექტორებისა და მუსიკოსების მიერ.

24,25,26 და 27 აგვისტოს გეპატიჟებით ერთადერთ ფესტივალზე საქართველოში, სადაც დასწრება, ტრანსპორტირება (თბილისი, წითელი ხიდი, სადახლო) და საკარვე ზონა უფასოა.

წლევანდელ One Caucasus 2017-ს შემოუერთდება  Masala Soundsystem(პოლონეთი).ისინი არიან ნამდვილი ოსტატები მუსიკის სხვადასხვა ჟანრისა და კულტურის შერწყმაში. მათთვის და ეს იქნება დებიუტი მუსიკალურ პროექტში არა მხოლოდ One Caucasus-ზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შეუერთდებიან Natig Rhythm Group-ს აზერბაიჯანიდან.

Masala Soundsystem არის მუსიკალური გაერთიანება ვარშავიდან. მათ 15 წლის მოღვაწეობის განმავლობაში გამოუშვეს 10 ალბომი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტს (ჰარდი-გარდი, არფა, სარანგი...) და ვოკალურ ტექნიკას (ყელით სიმღერა) მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან. დასარტყამის თანამედროვე  პარტიებით და ქუჩის პოეზიით ისინი შემოიტანენ პანკის განსაკუთრებულ ენერგიას და განწყობას One Caucasus 2017-ზე.

 

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ One Caucasus ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი და უნიჭიერესი მუსიკოსი: პაკო სარი

პაკო სარი არის პოლონეთში მცხოვრები სენეგალელი ცნობილი არტისტი,

ის წელს მეოთხეჯერ მიიღებს მონაწილეობას One Caucasus-ის ფესტივალზე. ეს ნიჭიერი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ცნობილია თავისი დამახასიათებელი ხმითა და გიტარაზე დაკვრის საოცარი ტექნიკით. ის მღერის ვოლოფზე (სენეგალური ენა), ინგლისურად და ფრანგულად. მისი სიმღერა აფრიკულ საწყისებსა და დასავლურ გავლენას უკავშირებს ერთმანეთს. ის აქტიური შემსრულებელია მსოფლიო სცენაზე აფრო, რეგის, სოულის და როკის ჟანრებში. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაში, სადაც გამოდიოდა ქართულ ჯგუფებთან ერთად, როგორიცაა 33ა, ჩვენებურები, გორდელა და ზუმბალენდი.

პაკო სარი გახლდათ 2016 წლის One Caucasus-ის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი და მისი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ მივიღეთ საოცარი მუსიკალური კოლაბორაციები. ის წელსაც ფესტივალის მუსიკალური დირექტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო შთამბეჭდავ მუსიკალურ პროგრამას და განსაცვიფრებელ ქმნილებებს ვიხილავთ.

 

წარმოგიდგენთ One Caucasus-ის ფესტივალის ბოლო შემსრულებელს - მარბი


მარბი ცნობილი ჯაზ-ბენდია სომხეთში. ისინი ასარულებენ როგორც საკუთარ კომპოზიციებს, ასევე სხვა სომეხ კომპოზიტორთა სიმღერებს.  სხვა მოწინავე სომხურ ჯაზ მომღერლებთან ერთად მარბის კონცერტი ჰქონდა აშშ-ში, რუსეთში , საქართველოში, ბელორუსში, ევროპასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. გარდა ამისა, ჯგუფი აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებში, როგორიცაა ,,ზოლოტოი შლიაგერ“ (ბელორუსი), ,,ერევნის 70-იანების სიმღერები“, ,,ჯაზ ფესტი“ (სომხეთი) და მრავალი სხვა.

მარბის წამყვანი ვოკალისტი მარინა ჰაკობიანი, ნომინირებული იყო როგორც საუკეთესო ჯაზ მომღერალი რამდენიმე სომხური ჯაზის და ,,ლეიდი ჯაზის’’ საერთაშორისო კონკურსზე (მოსკოვი). 2016 წლიდან მარინა ჰაკობიანი სომხური სამოდელო ხაზის ,, პეტუურის’ სახეა.

მოხარული ვართ გაცნობოთ,  რომ ერთ-ერთი საუკეთესო ქალთა ჯგუფი კავკასიაში - გორდელა შემოუერთდება წლევანდელ One Caucasus-ის ფესტივალს. ისინი პირველად შეასრულებენ პოლონურ ჯგუფ პშო კრევ-თან ერთად.

ქართული ხალხური ჯგუფი თსუ გორდელა ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წელს. ანსამბლის ხელმძღვანელი ვლადიმერ (თამაზ) მამალაძეა. თსუ გორდელა ასრულებს პოლიფონიურ ხალხურ სიმღერებს როგორც კაპელა და ასევე მუსიკალური ინსტრუმენტების აკომპანიმენტით.

ჯგუფის წევრები უკრავენ უძველეს ხალხურ სიმიან ინსტრუმენტებზე როგორიცაა ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, ლირა (ჩანგი , ჩასაბერ ინსტრუმენტებზე  - სალამური, ჭიპონი, ლარჭემი, დასარტყამ ინსტრუმენტებზე - დოლი, დაირა და გარმონი. მიუხედავად მცირე პერიოდისა, ანსამბლი ძალიან მალე პოპულარული გახდა. ანსამბლი მრავალი ფესტივალის ლაურეატია, რაც მათ მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

გორდელა ასევე მონაწილეობდა One Caucasus-ის 2014 წლის ფესტივალზე. სენეგალელ მუსიკოს პაკო სართან ერთად მათ შექმნეს ერთ-ერთი საუკეთესო და დაუვიწყარი მუსიკალური პროექტი.

 მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ One Caucasus ფესტივალს სომხური ხალხური მუსიკალური ანსამბლი ვიშუპი შემოუერთდება.


როგორც მოხდენილი მდინარე ავსებს და მუდმივად გარდაქმნის მის შემოგარენს, ასევე ვიშუპის ანსამბლი მიიკლაკნება სომხური ისტორიის ეპოქებში, ყოველი მოხვევისას აზვირთდება და შემდეგ მილივლივებს მითების, პოეზიისა და მეტაფიზიკის სამფლობელოებიდან სამხიარულო სიმღერასა და გლეხკაცის ღიღინამდე.

ვიშუპი დაარსდა სომხეთში ვოკალისტის, გიტარისტისა და ფლეიტისტის, ცნობილი სომხური ჯგუფის ბამბირის წევრის არიკ გრიგორიანის მიერ. 2015 წელს, როდესაც არიკმა დრამერებთან ედუარდ ჰარუთინიანთან და ჰაიკ კარაპეტიანთან დაიწყო მუშაობა, მათ „არიკ ბამბირ პროჯექტი” ერქვათ. 2016 წელს პროექტმა გადაინაცვლა ლოს-ანჯელესში და ბენდს შეემატა ჯგუფის ახალი წევრები, მათ შორის, ვოკალისტი და პიანისტი არენი აგბაბიანი, ჩელისტი არტომ მანუკიანი და დრამერი ვარდან დუვენჯიანი. შემდეგ ის დაბრუნდა სომხეთში სხვა მუსიკოსებთან ერთად ლევონ არაქელიანთან და ქრისტიან ეღაზარიანთან ერთად და მათ შეუერთდა ამალია ჰაკობიანი.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქვეყნოდ ცნობილი ნათიგ რითმ გრუფი მიიღებს მონაწილეობას One Caucasus-ის 2017 წლის ფესტივალზე. ნაღარის უდიდესმა შემსრულებელმა კავკასიიდან, ნათიგ შირინოვმა გარდატეხა მოახდინა ნაღარაზე შესრულების ტექნიკაში, რამაც ის აზერბაიჯანის პირველ რითმულ კომპოზიტორად აქცია. ის 1999-2007 წლებში  ალიმ ქასიმოვის ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა მსოფლიო ტურნეებში, ახლა კი ნათიგ რითმ გრუფთან ერთად  შეგვისრულებს ენერგიულ წარმოდგენებსა და ინოვაციურ კომპოზიციებს.

2017 წლის One Caucasus-ის ფესტივალზე ნათიგ რითმ გრუფი (10 კაციანი ბენდი) ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყნის და ჟანრის მუსიკოსებთან.  ასე რომ, გარდა კავკასიური ცოცხალი მუსიკისა გვექნება სხვა საერთაშორისო მუსიკალური პროექტების პრემიერებიც.

Huntertones (USA) at One Caucasus 2016

გამოცდილება, რომელიც „ტრანსკაუკასიამ“, „არტზონამ“ და „ერთიანმა კავკასიამ“ შეგვძინა, გვკარნახობს, რომ კონცერტების ჩატარება დიდებული მუსიკოსების მონაწილეობით ძალიან კარგია, თუმცა ბევრად მაგარია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც პროფესიონალი მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, კულტურიდან და ჟანრებიდან მუშაობენ ერთად. ასეთ პროექტებს ჩვენ დიდი ხანია ვაკეთებთ, ხოლო მათი ნაწილი შევაგროვეთ მუსიკალურ ალბომში "Caucasus+. Collection vol.#1: Georgia+" (ეს ალბომი გახლავთ არაჩვეულებრივი რეზულტატი მუსიკოსების (რომლებიც საქართველოდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, იამაიკიდან და სხვა ქვეყნებიდან გახლდნენ) ზემოთ ნახსენები პრინციპით თანამშრომლობისა. ალბომი ხელმისაწვდომი იქნება One Caucasus ფესტივალზე, სოფელ წერაქვში.

თუ გსურთ ჩაერთოთ ამ შთამაგონებელ მუსიკალურ თავგადასავალში და იმუშაოთ კავკასიელ, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა რეგიონიდან ჩამოსულ საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად - დარეგისტრირდით ჩვენი ამ მოწვევისთვის.

ამ წელს თქვენთვის განსაკუთრებული შემოთავაზება გვაქვს! შერჩეული მუსიკოსები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ამ მოწვევისთვის და შექმნიან ყველაზე შთამაგონებელ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტებს One Caucasus-ზე საქართველოში - მივიწვევთ ვარშავაში (პოლონეთი) „ტრანსკაუკასიას“ საერთაშორისო 2017 წლის ფესტივალზე სექტემბრის ბოლოს (ორგანიზატორები დაფარავენ პოლონეთში მგზავრობის ყველა საფასურს).

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ One Caucasus-ის 2017 წლის ფესტივალის პირველი შემსრულებელი, მოწინავე პოლონური ბენდი, რომელიც ახერხებს პოლონური ხალხური  მთის მუსიკის თანამედროვე მელოდიასთან და ენერგიასთან შერწყმას - პშო კრევი!

One Caucasus 2017 წლის ფესტვალის განმავლობაში პშო კრევი იმუშავებს მუსიკოსებთან კავკასიიდან და მის მიღმა. ამ ახალი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის პრემიერა One Caucasus-ის გახსნით საღამოზე ჩატარდება.

პშო კრევი დაარსდა 2004 წელს ბელსკო-ბიალაში, პოლონეთი. ის იყო პირველი ჯგუფი, რომელმაც ტრადიციულ მუსიკას ბარაბნისა და ბასის ელემენტები დაუმატა, ტრიპ ჰოპისა და დაბის საშუალებით ისინი ერთი ქვეყნის სცენიდან მეორეზე ინაცვლებენ და ქმნიან კავშირებს მთის სიმღერებსა და ბით ბოქსს შორის, რომელიც საბოლოოდ ჯგუფის დამახასიათებელი ელემენტი გახდა.

The project is cofunded by Marneuli Municipality, Government of the United States, the Ministry of Culture and National Heritage of the Republic of Poland, Warsaw City Hall, Ministry of Culture and Monument Protection of Georgia and French Institute of Georgia