One Caucasus - ეს არის ყოველწლიური ინტერდისციპლინარული საერთაშორისო ფესტივალი, და ამასთან, გრძელვადიანი პროგრამა სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). ფესტივალი პირველად 2014 წელს გაიმართა. One Caucasus-ს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა სოფელი, წერაქვი მასპინძლობს.

                                                                                                                                                                                                                 

 

როდის?                                                                                                                                                                                               

 

One Caucasus 2017 სოფელ წერაქვში (მარნეულის რაიონი, საქართველო) გაიმართება 24-27 აგვისტოს. წელს ფესტივალი უმასპინძლებს მონაწილეებს 15-ზე მეტი ქვეყნიდან (მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, ინდოეთი, კენია, საფრანგეთი (მარტინიკი), ნეპალი, პოლონეთი, რუსეთი, სენეგალი, ტიბეტი, ტუნისი, უკრაინა, აშშ)

 

რატომ მარნეული?

 

მარნეული ერთდროულადაა სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონი. ეს ის ადგილია სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად ცხოვრობენ უკვე მრავალი წელია. სწორედ ეს მიზეზები ხდის მარნეულს უნიკალურს, თუმცა დაძაბულობები აქ დღემდე ვერ აღმოიფხვრა, კავკასია იტანჯება კონფლიქტებით. ჩვენ გვსურს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით შევქმნათ შთამაგონებელი და უსაფრთხო გარემო მთელი კავკასიის ახალგაზრდების დამეგობრებისა და თანამშრომლობისათვის.

 

რა ხდის ფესტივალს განსაკუთრებულს?

One Caucasus-ი თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, განმანალებლებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან.

 

One Caucasus მომავალი თაობის ფესტივალია:

One Caucasus მომავალი თაობის და აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციის ფესტივალია, რომელიც აერთიანებს: მუსიკალურ პროექტებს კავკასიიდან და საზღვარგარეთიდან (სხვადასხვა კულტურის წამომადგენლები განსხვავებული მუსიკალური წარსულით და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილებით) - მულტიფუნქციური ქალაქი - „ჩვენი ოცნებების არც თუ ისე სრულყოფილი   ქალაქი“)   -   შექმნილი   არქიტექტორების,   მოხალისეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა ინტერდისციპლინარულ მიმართულებებს და აქტივობებს. - ვიზუალური ხელოვნების პროგრამა - თანამედროვე ხელოვანები რეალიზებული ადგილობრივი სოფლების ცხოვრების კონტექტში.

⇒ცვლილებების მომტანი:

One Caucasus იწვევს რეალურ  ცვლილებებს ფესტივალის მიღმაც: ხელს უწყობს კავკასიელი და უცხოელი მუსიკოსების დამეგობრებას.

One Caucasus-ის ერთწლიანი არაფორმალური განათლების პროგრამა მარნეულის სოფლებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მარნეულის სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვას (ეს არის პირველი მსგავსი ინიციატივა კავკასიაში, როდესაც ხალხი განკარგავს ადგილობრივ ბიუჯეტს).


⇒ხალხის მიერ შექმნილი და ხალხისათვის განკუთვნილი ფესტივალი:

ყოველ წელს უამრავი უცხოელი მოხალისე სხვადასხვა კონტინენტიდან ქმნის One Caucasus  ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამას.

 

*ფესტივალზე დასწრება თავისუფალია!*

იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი თბილისი-წერაქვი-თბილისი მიმართულებით

თავისუფალი და დაცული საკარვე ზონა                                                                                                                                                                                                                                                            
შემოგვიერთდი One Caucasus-ზე და მიიღე უნიკალური გამოცდილება


One Caucasus 2014 & 2015 & 2016 ციფრებში:

69 მუსიკოსმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, იამაიკიდან, ახალი ზელანდიიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან (ინდივიდუალური მუსიკოსებისა და 11 ბენდის ჩათვლით) ერთად შექმნა 13 ახალი საერთაშორისო მუსიკალური პროექტი და შეასრულა One Caucasus Festival-ზე.

400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა One Caucasus-ის მიერ განხორციელებულ 22 სხვადასხვა სახის ვორქშოპში, რომელსაც უძღვებოდნენ ადამიანები იამაიკიდან, საფრანგეთიდან, მექსიკიდან, კენიიდან, აშშ-დან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ბელარუსიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

დაახლოებით 4000 ათასი ადამიანი დაესწრო One Caucasus Festival-ს.

მარნეულის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კავკასიაში პირველი თანამონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გამოყო 1,5 მლნ. ლარი საკუთარი ბიუჯეტიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების პროექტებისთვის. 43 სოფლის 118-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა თანამონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ვორქშოპებში და 43 პროექტის მონახაზი წარმოადგინა.

One Caucasus-ს ჰყავს ორგანიზატორები და პარტნიორი 9 ქვეყნიდან (პოლონეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, ბირმადან და გერმანიიდან), ასევე 5 დამფინანსებელი ინსტიტუტი (მარნეულის მუნიციპალიტეტი, პოლონეთის კულტურის სამინისტრო, ვარშავის მუნიციპალიტეტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში).

 

 

The project is cofunded by Marneuli Municipality, Government of the United States, the Ministry of Culture and National Heritage of the Republic of Poland, Warsaw City Hall, Ministry of Culture and Monument Protection of Georgia and French Institute of Georgia