სადაც არ უნდა იმყოფებოდე ახლა, შემოგვიერთდი წერაქვში One Caucasus-ზე
მანქანით:
წერაქვში მოსახვედრად უნდა წახვიდეთ მარნეული-სადახლოს მიმართულებით, თუ თბილისიდან მიემართებით, სოფელ შულავერიდან უნდა გადაუხვიოთ ხელმარჯვნივ. წერაქვი თბილისიდან 72 კილომეტრითაა დაშორებული (მანქანით 1სთ 30წთ)
თუ სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან მიემგზავრებით (წითელი ხიდის გავლით), შულავერში გადაუხვევთ ხელმარცხნივ. გაივლით შაუმიანსა და კიდევ რამდენიმე სოფელს. წერაქვი სიონის მომდევნო სოფელია. ჩვენ კი გზის მარცხენა მხარეს, სკოლის შენობაში ვართ დაბანაკებული.
ავტობუსით:
საფესტივალო დღეებში (ამა წლის 24, 25, 26, 27 აგვისტო) იმოძრავებს უფასო ავტობუსები თბილისიდან, მარნეულიდან, წითელი ხიდიდან (აზერბაიჯანის საზღვარი), სადახლოდან (სომხეთის საზღვარი) და პირიქით.
მოტოციკლით:
შემოგვიერთდი მოტოციკლით! ქვემოთ მოცემულ ლინკში იხილეთ პრაქტიკული რჩევები კავკასიაში მოტოციკლით მოგზაურობაზე:
პირველი სამი მოტოციკლისტი, რომელიც ფესტივალზე მოსახვედრად გაივლის არანაკლებ 100 კილომეტრს საჩუქრად მიიღებს One Caucasus-ის განსაკუთრებულ ნაკრებს (One Caucasus-ის მაისური და „Caucasus+“ მუსიკალური ალბომი)
საცხოვრებელი ადგილი
წერაქვში დაგხვდებათ უფასო საკარვე ზონა, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ საკუთარი კარავი ან ადგილზე იქირაოთ (თავის დაზღვევის მიზნით კარვის დაჯავშნა ახლავე შეგიძლიათ - შეავსეთ მოცემული ფორმა), ასევე შესაძლებელია ოთახის დაქირავება წერაქვში, ხოლო მარნეულში ან თბილისში სასტუმროში გაჩერება.
ფესტივალზე დასწრება და საკარვე ზონა უფასოა.
*უფასო სამარშუტო ტაქსები უზრუნველყოფს თბილისიდან ტრანსპორტირებას
თბილისიდან:
დრო: ფესტივალის მიმართულებით ყოველდღე (24, 25, 26, 27 აგვისტო) იმოძრავებს ორი ავტობუსი. გასვლის საათები - 11:00, 17:00
ადგილი: ვაგზლის მოედანი (თბილისი ცენტრალი), ავტობუსების მთავარი გაჩერების წინ!
წითელი ხიდიდან:
დრო: ავტობუსები წითელი ხიდიდან წერაქვის მიმართულებით მოდის ფესტივალის ჩატარების დღეებში (24, 25, 26, 27 აგვისტო) 11:00-სა და 17:00-ზე.
სადახლოდან:
დრო: ავტობუსები სადახლოდან წერაქვის მიმართულებით მოდის ფესტივალის ჩატარების დღეებში (24, 25, 26, 27 აგვისტო) 11:00-სა და 17:00-ზე.
ადგილი:
წითელი ხიდი - საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან.
სამივე ლოკაციიდან გასვლის საათებია: 11:00 და 17:00 საათი (მგზავრებს ელოდება მაქსიმუმ 30 წთ და შემდეგ ტოვებს ლოკაციას)
მარნეულიდან, კერძოდ,სტადიონიდან მარშუტკები გავა 3 საათზე.
3 საათზე გამოვა ასევე მარშუტკა შემდეგი სოფლებიდან: წერეთელი, თამარისი, ხიხანი, სადახლო, კაჩაგანი, ყულარი, ალგეთი, დამია, ყასუმლო და ხოჯორნი.
როგორ დაბრუნდეთ თბილისში?
დრო: ავტობუსები წერაქვი-თბილისის მიმართულებით გაემგზავრება ყოველდღე, ფესტივალის დასკვნითი ნაწილის შემდეგ და ორშაბათს, 28 აგვისტოს დილის 11 საათზე.
ადგილი: სოფელი წერაქვი
წითელი ხიდისკენ:
დრო: ავტობუსები წერაქვიდან წითელი ხიდისკენ მიემგზავრებიან ფესტივალის ყოველ დღეს (24, 25, 26, 27 აგვისტო), კონცერტების შემდგომ 23:00-დან 23:30-მდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
+995 558 668 771, +995 577 288 712 (ქართული, ინგლისური და რუსული)
+995 598 898 890 (სომხური და აზერბაიჯანული)